თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა აქცია გრძელდება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა აქცია გრძელდება. მოთხოვნები უცვლელია: გიორგი შარვაშიძის გადადგომა, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელის აშენება, ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარება და უნივერსიტეტის ფინანსური ხარჯების გამჭვირვალობა. გარდა ამისა აქციის მონაწილეები შეხვედრას ითხოვენ განათლების მინისტრთანაც. მოთხოვნების ნაწილში ეთანხმება, თუმცა ძალადობრივ ქმედებებს ემიჯნება სტუდენტების მეორე ნაწილი.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
