პრეზიდენტის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები
პრეზიდენტის განცხადება, რომელიც მან ბრიუსელში ყოფნისას გააკეთა, ერთდროულად გაუგებრობის და უკმაყოფილების მიზეზია, როგორც სახელისუფლებო გუნდში, ასევე ოპოზიციაში. მმართველი გუნდისთვის გაუგებარია სალომე ზურაბშვილის განცხადება ვიზიტებთან დაკავშირებითაც და მას მტკიცებულებების წარმოდგენაც მოსთხოვეს. მმართველმა გუნდმა ზურაბიშვილს დღეს საპრეზიდენტო მარათონიც გაახსენა.
