მმართველი გუნდი ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ჩანაწერზე საუბრობს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება
მმართველი გუნდი ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ჩანაწერზე საუბრობს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება. ანტისახელმწიფოებრივი - ასეთია სახელისუფლებო გუნდის შეფასება. პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის, რაც რეზოლუციაში წერია, წინააღმდეგობაში მოდის იმ საქმიანობასთან და ქველმოქმედებასთან, რომელიც პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.
