საქართველო ევროკავშირისგან დამსახურებულ სტატუსს ითხოვს
საქართველო ევროკავშირისგან დამსახურებულ სტატუსს ითხოვს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით ევროინტეგრაციის გზაზე მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა. საუბარია ასოცირების შეთანხმების გაფორმებაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, უვიზო რეჟიმსა და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენაზე. პრემიერ მინისტრმა ხაზგასმით თქვა ისიც, რომ ევროპული არჩევანი კონსტიტუციით სწორედ ქართული ოცნების პირობებში განისაზღვრა. ქვეყანა აღებული ვალდებულებების შესრულებას და რეფორმების განხორციელებას განაგრძობს, ოპოზიცია კი რიტორიკას არ ცვლის და უკვე ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს. ოპოზიციის მცდელობას, ევროკავშირის თემა განხეთქილების საკითხად აქციოს, არაპატრიოტულ ნაიჯად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
