ევროპარლამენტის რეზოლუცია, როგორც ჩანს, აქტუალური იქნება მიმდინარე კვირაშიც
ევროპარლამენტის რეზოლუცია, როგორც ჩანს, აქტუალური იქნება მიმდინარე კვირაშიც. დოკუმენტის ის ნაწილი, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაზე, სახელისუფლებო გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული, იმ ქველმოქმედების გათვალისწინებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება.
