ნორვეგია საქართველოს ატლანტიკურ მისწრაფებებში მხარდაჭერას უცხადებს
ნორვეგია საქართველოს ატლანტიკურ მისწრაფებებში მხარდაჭერას უცხადებს. ეს განცხადება დღეს ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარემ მას შემდეგ გააკეთა, რაც მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად მიიღო. საუბარი იმ აგრესიასაც შეეხებოდა, რომელსაც რუსეთი, უკრაინის მიმართ იჩენს. გაავლეს პარალელები საქართველოსთან. ნორვეგია პირველი სახელმწიფოა, რომლიდანაც სკანდინავიის ქვეყნებში, შალვა პაპუაშვილმა ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.
