სახელმწიფო "ბორჯომის" ქარხნის აქციონერი გახდა
სახელმწიფო ბორჯომის ქარხნის აქციონერი გახდა - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გარიგება რეგულატორების მონაწილეობით გაფორმდა და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აიდიეს ბორჯომის გაფიცულ თანამშრომლებსაც მიმართა და დაჰპირდა, რომ არც ერთი მათგანი არ დაიჩაგრება.
