ევროპარლამენტის რეზოლუციას ვაპროტესტებ - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა
ევროპარლამენტის რეზოლუციას ვაპროტესტებ - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ დოკუმენტს აკლდა მხოლოდ მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომელიც მოქალაქეებს აწამებდა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ქვეყანაში ევროპული არაფერი ხდებოდა. პრემიერის შეფასებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართულია.
