საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს - აცხადებენ სახელისუფლებო გუნდში
საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს - აცხადებენ სახელისუფლებო გუნდში და განმარტავენ, რომ თბილისი ახლა სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება. ქართული ოცნების წარმომადგენლები ყურდაღებას ამახვილებენ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულებაზე. მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი, დანარჩენი არის სამუშაო პროცესი - კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
