საქალაქო სასამართლოში უჩა მამაცაშვილის მიმართ ცილის წამების საქმეზე სარჩელის განხილვა მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში უჩა მამაცაშვილის მიმართ ცილის წამების საქმეზე სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. მოსამზადებელ ეტაპზე მხარეები მოსამართლესთან შუამდგომლობებით წარსდგებიან და მტკიცებულებების დართვას მოითხოვენ. როგორც უჩა მამაცაშვილის ადვოკატი განმარტავს, ანტიკორუფციულმა მოძრაობამ მამაცაშვილს ბრალი ელექტრო ენერგიის იმპორტის დროს უკანონო საქმიანობაში და ქოლცენტრების მფარველობაში დასდო, თუმცა ორგანიზაციამ შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. როგორც მოპასუხე მხარე განმარტავს ანტიკორუფციულ მოძრაობაზე სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს .
