თსუ-ს სტუდენტთა აქცია გრძელდება
თსუ-ს სტუდენტთა აქცია გრძელდება. უკვე მე-5 დღეა რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენთა ნაწილმა რექტორის კაბინეტი დაიკავა. მოთხოვნები უცვლელია: გიორგი შარვაშიძის გადადგომა , სტუდენტთა საერთო საცხოვრებელის აშენება , ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარება და უნივერსიტეტის ფინანსური ხარჯების გამჭვირვალობა. ამასთან აქციის მონაწილეები შეხვედრას ითხოვენ განათლების მინისტრთანაც . სტუდენტების მეორე ნაწილი კი ძალადობრივ ქმედებებს ემიჯნება. დღეს სტუდენტებმა ქრონიკასტან კომენტარი არ გააკეთეს.
