ევროკავშირის გადაწყვეტილების მოახლოებასთან ერთად, თბილისში ვნებათა ღელვა იმატებს
ევროკავშირის გადაწყვეტილების მოახლოებასთან ერთად, თბილისში ვნებათა ღელვა იმატებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს - აცხადებენ სახელისუფლებო გუნდში და განმარტავენ, რომ თბილისი ახლა სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება. ქართულ ოცნების წარმომადგენლები ყურდაღებას ამახვილებენ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულებაზე. რაც შეეხება ოპოზიციას, განმარტავენ, რომ თუ ქვეყანას ევროპამ კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
