კულტურის სამინისტრომ ფოლკლორულ ანსამბლ „ჩვენებურებს“ საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა
კულტურის სამინისტრომ ფოლკლორულ ანსამბლ „ჩვენებურებს“ საჩუქრად ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა. სახელმწიფოსგან ანსამბლებს სამოსი დაახლოებით 15 წელია არ მიუღიათ. ღონისძიებას ანსამბლის წევრები, ასევე, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე დაესწრენენ. შეგახსენებთ, სამინისტროს გადაწყვეტილებით, 12 სხვადასხვა ანსამბლის სასცენო სამოსისთვის 2021 წლის დეკემბერში უწყებამ კონკრეტული თანხა გამოიყო .
