13 ივნისის ტრაგედიიდან დღეს 7 წელი გავიდა
13 ივნისის ტრაგედიიდან დღეს 7 წელი გავიდა. წყალდიდობას, რომელიც თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში, 2015 წლის 13-ტ ივნისს მოხდა, 21 ადამიანი ემსხვერპლა, ორი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით კი დაზარალდა. დაღუპულთა მემორიალს დღეს გვირგვინით შეამკობენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ.
