110-ე დღეა უკრაინა რუსულ აგრესიას იგერიებს
ას მეთე დღეა უკრაინა რუსულ აგრესიას იგერიებს. ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილად ისევ დონბასი რჩება. განსაკუთრებით აქტიურია საბრძოლო მოქმედებები ლუგანსკის ოლქსა და სევეროდონეცკში. იბომბება დონეცკის ოლქიც. საოკუპაციო ძალებმა საავიაციო იერიში ლისიჩანსკის, სლავიანსკისა და ბახმუტის მიმართულებით მიიტანეს. საარტილერიო დარტყმა განხორციელდა ქალაქ სვეტლოდარსკში, ოკუპანტების სამიზნეში მიკოლაევის პორტი და მარცვლეულის საცავი მოექცა. რუსეთს-უკრაინის წიანაღმდეგ აკრძალული იარაღის გამოყენებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს „ამნესტი ინტერნეიშნელი“. რა საფასურის გაღება მოუწევს უკრაინას მშვიდობისთვის და რა პირობას აძლევს კიევს ევროკომისია, ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.
