ნორვეგიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იწყება
ნორვეგიაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იწყება. შალვა პაპუაშვილს ნორვეგიის მეფე ჰერალდ მეხუთე უმასპინძლებს. დაგეგმილია ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეების შეხვედრა. შალვა პაპუაშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან.
