საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მოლოდინი - საკითხზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ გადაცემა „იმედი ლაივში“ ისაუბრა
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მოლოდინი - საკითხზე ქართული ოცნების თავმჯდომარემ გადაცემა „იმედი ლაივში“ ისაუბრა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლების მოლოდინი ოპტიმისტურია. მისივე თქმით, მთავარია, ევროკავშირის გადაწყვეტილება არ იყოს ისეთი უსამართლო, როგორიც რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტის რეზოლუცია იყო. მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა კითხვარი სათანადოდ მომზადებულიყო.
