„უკრაინისთვის“ - საქველმოქმედო კონცერტი
ახალი სპორტის სასახლე უკრაინელი და ქართველი არტისტების მონაწილეობით გამართული გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა. კონცერტი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქველმოქმედო ფონდის „გადავარჩინოთ უკრაინა“ ორგანიზებით შედგა და მასში მონაწილეობა ქართველმა და უკრაინელმა არტისტებმა მიიღეს. კონცერტიდან შემოსული თანხა ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისა და ქალების დახმარების ფონდში გადაირიცხება. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა მიიღო მარიუპოლელმა მუსიკოსმა, რომელსაც უკრაინაში ომის გამო მოუწია სამშობლოს დატოვება და თბილისის სიმფონიურ ორკესტრში დასაქმდა. საღამოს კულტურის, მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.