ქვემო სვანეთში სახალხო რელიგიური დღესასწაული სკალდობა აღინიშნა
ქვემო სვანეთში სახალხო რელიგიური დღესასწაული სკალდობა აღინიშნა. მომლოცველები ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფაყში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში და სკალდის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მიდიან. ტრადიციის მიხედვით, სკალდის ტაძრის ტერიტორიაზე მხოლოდ მამაკაცები დაიშვებიან, ტაძარში დაბრძანებულ მთავარ ანგელოზების ხატებს ოჯახის ბარაქას, მშვიდობას და კეთილდღეობას თხოვენ. ტაძარში სადღესასწაულო მსახურება მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა აღავლინა, რის შემდეგაც სოფელში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.