ახმეტაში ანა ფრანკის დაბადების დღე აღნიშნეს
ახმეტაში ანა ფრანკის დაბადების დღე აღნიშნეს. საერთაშორისო ასოციაცია ჯორჯია ფორ ფრენდისა და ახმეტის მერიის ინიციატივით ანა ფრანკის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპექტაკლი “თავშესაფარში“ გაიმართა. სპექტაკლის დაწყებამდე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ანა ფრანკისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა „ჰოლოკოსტი და ანა ფრანკი“. იუნესკომ 2022-ი წელი ანა ფრანკის წლად გამოაცხადა და ეს დღე ევრო კავშირის ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება.
