სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვება
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სამეთაურო საშტაბო კოლეჯის სამეთაურო საშტაბო კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. ცერემონიას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ მაიორი გიორგი მათიაშვილი და მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე დაესწრნენ. თავდაცვის ძალების მეთაურმა ამერიკელ ინსტრუქტორებს სამეთაურო საშტაბო კოლეჯის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიება კურს დამთავრებულებისთვის დიპლომებისა და სამკერდე ნიშნების გადაცემით გაგრძელდა. წელს პროგრამა 77-მა მსმენელმა წარმატებით დაასრულა.
