თსუ-ს სტუდენტთა აქცია გრძელდება
სტუდენტების აქცია გრძელედება. უკვე მესამე დღეა, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენთა ნაწილმა რექტორის კაბინეტი დაიკავა. მათი მოთხოვნა უცვლელია. გადადგეს რექტორი, აშენდეს საერთო საცხოვრებელი, ფინალური გამოცდები ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში და უნივერსიტეტის მხრიდან ფინანსური ხარჯები გამჭირვალე გახდეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სტუდენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ წევრები კი ამბობენ, რომ პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე რექტორი სტუდენტებს პირადად არ შეხვდება.
