საქართველოს ევროპული პერსპექტივა - შტატების პოზიცია
ვაშინგტონში კარგად ესმით საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა. ამ თემაზე ამერიკაში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა ქრონიკაში ისაუბრა და ხაზი გაუსვამ რომ ვაშინგტონში ასევე კარგად იციან, რომ უარყოფითი გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთისთვის იქნება ხელსაყრელი. ელჩმა ასევე ისაუბრა ევრო პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე და განაცხადა, რომ მსგავი პოზიცია და მსგავსი პათოსი, რაც რეზოლუციაშია, არცერთ შეხვედრაზე არ მოუსმენია.
