გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში ჩასვლას გეგმავს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ ცნობას გერმანული გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტი საფრანგეთის პრეზიდენტთან და იტალიის პრემიერ მინისტრთან ერთად შედგება. გამოცემის ცნობით, ვიზიტი სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, "დიდი შვიდეულის" სამიტამდე გაიმართება.
