საქართველო - ბულგარეთი
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ცე დივიზიონში მეოთხე ტურის შეხვედრას თბილისში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხევდრამდე ერთი დღით ადრე საქართველოსა და ბულგარეთის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს. საქართველოსა და ბულგარეთის მატჩი დღეს, დინამო არენაზე, თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება.
