განათლების სამინისტროს გამოხმაურება
განათლების სამინისტრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10-თ ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც უწყებაში აცხადებენ, სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10-თ ივნისს უნივერსიტეტში. „სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება. აცხადებენ უწყებაში.