საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სკანდინავიის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სკანდინავიის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. დელეგაციაში როგორც მმართველი გუნდი ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლები სკანდინავიური ქვეყნების მონარქებთან და მთავრობის უმაღლეს პირებთან შეხვედრებს გამართავენ.
