სტუდენტების მოთხოვნა - უნივერსიტეტის პოზიცია
24 საათზე მეტი გავიდა, რაც თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ნაწილმა რექტორის კაბინეტი დაიკავა. მათი მოთხოვნა უცვლელია: გადადგეს რექტორი, აშენდეს ღირსეული საერთო საცხოვრებელი, ჩატარდეს ფინალური გამოცდები ონლაინ რეჟიმში და უნივერსიტეტის მხრიდან ფინანსური ხარჯები გამჭირვალე გახდეს. რექტორის კაბინეტის დაკავებას წინ უძღოდა დაპირისპირება სტუდენტების მცირე ნაწილსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს შორის, რომლის დროსაც რამდენიმე მათგანი დაშავდა და მათი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ სტუდენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მოძრაობა „ბრძოლა განათლებისთვის“ წევრები კი ამბობენ, რომ პროტესტს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე რექტორი პირადად არ შეხვდებათ.
