საქართველოს ევროპული მომავალი და რეზოლუცია
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას დღეს პირველად გამოეხმაურა პრემიერი, რომელმაც მას შეურაცხმყოფელი და ტყუილებით გაჯერებული უწოდა. მაგრამ მიუხედავად ამისა ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ ოპტიმისტურადაა განწყობილი, რომ გადაწყვეტილება იქნება ისეთი, რაც ჩვენი და ევროპის ინტერესშია და არა რუსეთის. „დაველოდებით 23-24 ივნისს, ის დამოკიდებულება გავიგოთ, რა დამოკიდებულება აქვთ რეალურად ჩვენს ევროპელ ნამდვილ მეგობრებს ჩვენი ხალხის და ქვეყნის მიმართ. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეუარცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენ ხალხს ყველაფერს ვეტყვი.“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. თამარ შარიქაძე არკვევდა, ვინ როგორ გაიგო პრემიერის განცხადებები.
