დავით ნინიაშვილი „ბარბაროსების“ შემადგენლობაში ითამაშებს
საქართველოს ნაკრებისა და საფრანგეთის „ლიონის“ მორაგბე დავით ნინიაშვილი „ბარბაროსების“ შემადგენლობაში ითამაშებს, რომელიც 19 ივნისს ინგლისის ნაკრებს შეხვდება. ეს ინგლისელებისა და ბარბაროსების რიგით მე-19 მატჩი იქნება, რომელთაგანაც ბარბაროსებმა 8-ჯერ მოიგეს, ხოლო 10-ჯერ დამარცხდნენ. 19 წლის სპორტსმენი მე-10 ქართველი მორაგბეა, რომელიც პრესტიჟულ კლუბში მიიწვიეს.