წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოვება
„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. 2022 წლის საკონკურსო თემა იყო “მიწერე წერილი გავლენიან ადამიანს რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.” პირველ ადგილოსანი წერილის ავტორი 13 წლის ლილე ხორიაშვილი გახდა. გამოვლინდნენ და დასაჩუქრდნენ საქართველოს ფოსტისა და ღონისძიების მხარდამჭერი სამინისტროების რჩეული წერილების ავტორებიც. კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ასევე, განათლებისა სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
