„ლიბრეს“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია
შიდა ქართლის პოლიციამ სუპერმარკეტ ,,ლიბრეს” დაყაჩაღების ფაქტი გახსნა. დაკავებულია ორი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 8 ივნისს, ღამის საათებში, გორში, სუპერმარკეტების ქსელ „ლიბრეს“ ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა სუპერმარკეტის მოლარესა და კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცივი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, შემდეგ კი სუპერ მარკეტიდან გაიტაცეს სეიფი მასში მოთავსებული 815 ლარით. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
