ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. მიზეზი რუსეთის პრეზიდენტის მიერ ისტორიის გაყალბების კიდევ ერთი მცდელობა გახდა. 10-თ ივნისს რუს ახალგაზრდებთან შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ პეტრე პირველი სხვა ქვეყნების ტერიტორიებს არ იტაცებდა და მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს იბრუნებდა. ერთერთ ასეთ ტერიტორიად კრემლის ლიდერმა ნარვა დაასახელა, რომელიც მისი მტკიცებით, სლავებით იყო დასახლებული. ესტონური ქალაქის რუსეთის ისტორიულ ნაწილად გამოცხადებას ესტონეთის საგარეო უწყების მწვავე რეაქცია მოჰყვა.
