Tbilisi Open Air
თბილისი ნიუ ქამერ 2022-ის ვინაობა ცნობილია. ტიტული მომღერალმა მემე ჟორდანიამ მოიპოვა. შესაბამისად მემე ბენდთნ ერთად თბილისი ოფენ ეარზე ფესტივალის პირველ დღეს, 24 ივნისს დაუკრავს. “ნიუ ქამერი” თბილისი ოფენ ეარის პროექტია, რომლის მიზანიც ახალი ბენდებისა და მუსიკოსების აღმოჩენაა. თბილისი ოფენ ეარი 24, 25 და 26 ივნისს გაიმართება.
