ფოთში პროექტი „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ დასრულდა
ფოთში პროექტი „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“ დასრულდა. ორ თვიანი პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილმა 50-მა მოზარდმა შემეცნებითი და გასართობი ტრენინგები გაიარა. პედაგოგების დახმარებით ბავშვები სხვადასხვა უნარ ჩვევებს დაეუფლნენ. პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ღონისძიება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდა.
