კახეთის რეგიონში, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დედოფლისწყაროს მერთან ერთად გაეცნო. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე წელი გამორჩეული იქნება, როგორც მოსავლის აღების ორგანიზების თვალსაზრისით, რისთვისაც შექმნილია შტაბი, ასევე გამორჩეული იქნება კარგი მოსავლიანობით.
