რუსთავის საპატრულო პოლიციას ახალი ავტომობილები გადაეცა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარ სამმართველოს ახალი, სედანის ტიპის, ჰიბრიდულ ძრავიანი 10 ავტომობილი გადასცა. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ავტო პარკს რეგულარულად აახლებს. გასულ წელს, პოლიციის დანაყოფების ავტო პარკი 700-მდე ახალი ავტომობილით განახლდა.