ვითარება სახელმწიფო უნივერსიტეტში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრი სტუდენტები ემიჯნებიან იმ დესტრუქციულ ქმედებებს, რასაც გუშინ თესეუში ჰქონდა ადგილი. სენატის წევრი სტუდენტები იმ სტუდენტებსა და გარეშე პირებს, რომლებიც, მათი თქმით, გუშინ საუნივერსიტეტო სივრცისთვის შეუფერებელ ქმედებებს ჩადიოდნენ, მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ პროტესტის გამოხატვის კონსტრუქციულ ფორმებს.
