პარაშუტისტების დღე
საქართველოს თავდაცვის ძალებმა პარაშუტისტების დღე პირველად აღნიშნა. ღონისძიება ბოლნისში მდებარე მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში გაიმართა. რეინჯერთა ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საპარაშუტო ხტომები შეასრულეს. პარაშუტისტების დღე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გასულ წელს დააარსა.
