რუსეთის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ განკარგულება ხელმოწერილია
რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაამტკიცა საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ორგანიზაციის შესაძლო დატოვების შესახებ პირველად 27 აპრილს გახდა ცნობილი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განამარტა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო კამპანია ორგანიზაციის მუშაობაში მოსკოვის მონაწილეობის აღკვეთის მიზნით.
