ავსტრიის კანცლერი უკრაინის სტატუსზე
ავსტრიის ფედერალური კანცლერის თქმით, ევრო კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას იმ პირობით უნდა მიენიჭოს, თუ ეს სტატუსი ამავდროულად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და მოლდოვასაც მიენიჭება. ამის შესახებ მან ტალინში ესტონეთის პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კანცლერმა ასევე უპასუხა კითხვას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ეხებოდა. როგორც ავსტრიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ომის შეწყვეტისთვის აუცილებელია საუბარი ყველა მხარესთან, ვინც ომში მონაწილეობს.
