ჯო ბაიდენის განცხადება
თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, მის უკრაინელ კოლეგას, არ სჯეროდა ამერიკის დაზვერვის მონაცემების, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებდა. ჯოზეფ ბაიდენის თქმით, ბევრს ეგონა, რომ ის აზვიადებდა, როცა რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ საუბრობდა. „პუტინი აპირებდა საზღვრის გადაკვეთას და ეს ეჭვგარეშე ასე იყო. ზელენსკის კი არ სურდა ამის მოსმენა და არც ბევრ სხვას. მე მესმის, რატომ არ სურდათ ამის მოსმენა, მაგრამ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა“. აღნიშნა ბაიდენმა.
