ილია დარჩიაშვილი კარა მაკდონალდს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, კარა მაკდონალდთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული როგორც ორ მხრივი საკითხები, ასევე, რეგიონში რუსეთის აგრესიის ფონზე უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილი ვითარება. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
