საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში
„ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპისა და ჩვენს ინტერესებშია“-ეს ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებია. პრემიერი ევრო პარლამენტის რეზოლუციას გამოეხმაურა. მისი თქმით, რეზოლუცია, ტყუილებით და არა ზუსტი ინფორმაციითაა გაჯერებული. პრემიერმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის მუშაობაში გაერკვევა. თამარ შარიქაძე გვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში.
