სტუდენტები რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ რექტორის კაბინეტში შეჭრისას სტუდენტებმა ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს დეკანს. პროცესში დაშავდნენ დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. საჭირო გახდა 4 თანამშრომლის კლინიკაში გადაყვანა. უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ძალადობის მონაწილეები იყვნენ სხვა უნივერისტეტის სტუდენტები და გარეშე პირები. სტუდენტები, კი აცხადებენ, რომ ძალადობას გმობენ და დეკანი ადგილიდან განარიდეს. სტუდენტები რექტორის გადადგომას, საერთო საცხოვრებლის აშენებას, ონლაინ რეჟიმში ფინალური გამოცდების ჩატარებასა და ფინანსურ გამჭვირვალობას ითხოვენ. უნივერსიტეტში საპასუხოდ განაცხადეს, რომ საგამოცდო პროცესში სტუდენტთა მხარდასაჭერად მათ ახალციხესა და ქუთაისში რეგიონული საგამოცდო ცენტრები გახსნეს, სადაც ამ ეტაპზე მხოლოდ 160 სტუდენტი დარეგისტრირდა. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით საგამოცდო პერიოდში ასევე უფასო გახდა საერთო საცხოვრებლები.
