შეხვედრა ოპოზიციასთან
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. კარა მაკდონალდთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. აუდიენციაზე ხელისუფლების ოპონენტებმა მაკდონალდს ინფორმაცია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით მიაწოდეს. ხელისუფლების ოპონენტებმა კონკრეტიკისგან თავი შეიკავეს, თუმცა ოთხ საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ერთერთი მთავარი საკითხი საქართველოს ევრო ინტეგრაცია და ევრო პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია იყო.
