ილია დარჩიაშვილი კარა მაკდონალდს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, კარა მაკდონალდთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული როგორც ორ მხრივი საკითხები, ასევე, რეგიონში რუსეთის აგრესიის ფონზე უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილი ვითარება. ხაზი გაესვა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირებას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
