ევროპის ცხრა ქვეყნის ლიდერის თხოვნა ნატოს
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 9 ქვეყნის ლიდერი ნატოს თხოვს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აღმოსავლეთ ფლანგი გააძლიეროს. ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ლიდერები რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში ნატოს სამიტამდე სამი კვირით ადრე შეხვდნენ. როგორც რუმინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, შავ ზღვაში უსაფრთხოების გაზრდილი რისკების გათვალისწინებით, ნატოს კონსოლიდაცია მის აღმოსავლეთ ფლანგზე სულ უფრო აქტუალური ხდება. ლიეტუვის პრეზიდენტი, კი ინიციატივით გამოვიდა, ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა რუსეთი გრძელვადიან საფრთხედ გამოაცხადოს.
