პატრიარქის სამძიმარი
კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე უკრაინაში ქართველი მებრძოლების გარდაცვალების გამო მათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა. ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში
