სააკაშვილის პარტიასთან დაკავშირებული მოძრაობა სირცხვილიას მიერ დაანონსებული აქცია
სააკაშვილის პარტიასთან დაკავშირებული მოძრაობა სირცხვილიას მიერ დაანონსებული აქცია და მსვლელობა პარლამენტიდან ევროპის მოედნისკენ. ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულება- ეს იქნება აქციის მთავარი სათქმელი, რომლის მთავარი აქტორი ნაციონალური მოძრაობა იქნება, მიუხედავად ოპოზიციის კრიტიკისა. იაგო ხვიჩიამ ნიკა მელიას ღიად უთხრა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ ქუჩის პროტესტი სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს. ნიკა მელიას ულტიმატუმს უპასუხეს მმართველ გუნდშიც. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ გუშინ თქვა რომ ორკვირიან ვადას აძლევს ქართულ ოცნებას იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი დააასრულოს. ამის საპასუხოდ ქართულმა ოცნებამ მელიას მისივე პოლიტიკური საქმიანობა შეახსენა და უთხრა რომ საბოტაჟი მისი ხელწერაა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
